სამეგრელოში ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულების სახლი დაწვეს – მედია
სამეგრელოში ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულების სახლი დაწვეს. ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანიებმა „მთავარმა“ და „ტვ პირველმა“ გაავრცელეს.

სამართალდამცველებმა ორი პირი დღეს დილით დააკავეს. მათ ბრალად ბავშვის გაუპატიურება ედება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

ნეტგაზეთი შსს-დან დამატებით ინფორმაციას ელოდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები