რუსთავი-ლილოს გზაზე ტრაილერი აფეთქდა [video]
რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გაჩიანთან არსებული ხიდიდან საკვები პროდუქტებით დატვირთული ტრაილერი გადავარდა, მატარებლის რელსს დაეცა და აფეთქდა. კაცი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველებმა საინფორმაციო სააგნეტოს განუცხადეს, ავარიის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ტრაილერზე საბურავის დაზიანება გახდა.

გარდაცვლილი მამაკაცი ეთნიკურად სომეხია.

საკმაოდ ძლიერი იყო ცეცხლი, რომელიც სატრანსპორტო სამშუალებას გაუჩნდა. მის ჩასაქრობად ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები