მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო
მტკვარში 35 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, ის მდინარეში გადავარდნილი 14 წლის უცნობი გოგონას დასახმარებლად გადახტა, მოზარდი სიკვდილს გადაარჩინა, თავად კი ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. შემთხვევა ორთაჭალაში გუშინ მოხდა.

მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ცოტა ხნის წინ იპოვეს.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: ინფო რუსთავი
Print