ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მესხიშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი
25 წლის გოგოს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ეკიპაჟები.
დაშავებული "კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.
"კლინიკა რუსთავი"-ს გადაუდებელი განყოფილების ექიმი გიორგი მოდებაძე
ინფო რუსთავთან აცხადებს რომ - "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა
არის სტაბილურად მძიმე, უტარდება შესაბამისი სამედიცინო კვლევები.
ვიზუალური დათვალიერებით არ აღენიშნებოდა მოტეხილობები, პაციენტი
გონზეა და ადეკვატურია".