ხიდიდან ავტომობილი გადავარდა
ჩხოროწყუს სოფელ ჭოღაში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად
დაშავდა 2 ადამიანი.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ შეძლო და ხიდიდან გადავარდა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: ინფო რუსთავი
Print