კახეთში 14 წლის მოზარდი დაიკარგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს
განცხადებით, მეორე დღეა მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი
ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და
ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე.