23 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
15:19 / 03.08.2021
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, დაკავებულია ოთხი პირი,
რომლებმაც გუშინ,
2 აგვისტოს “ცოლად მოყვანის მიზნით” გოგოს თავისუფლება უკანონოდ
აღუკვეთეს.
სამინისტროს ცნობით, 1981 წელს დაბადებულმა თ.ნ-მ სამ თანამზრახველთან
ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 1998 წელს
დაბადებულ გოგოს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
სამართალდამცველებმა ოთხივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.