მარნეულში ინსპექტორ-გამომძიებელი ქრთამის აღების გამო დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად, ქრთამის აღების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი დ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ბ-მ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სანაცვლოდ სავარაუდო ბრალდებულისაგან ქრთამი აიღო.

ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google