თუშეთის გზაზე მანქანა ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი 1 კი დაშავდა.
მეხანძრე-მაშველთა ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო
დახმარებამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.