შანაე ბრუკის ექსპერტიზა დასრულდა
შანაე ბრუკის ცხედრის ექპერტიზა დასრულებულია. ავსტრალიის მოქალაქეს, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის წინ მოკლეს, სამშობლოში უახლოეს პერიოდში გადაასვენებენ.

ამ დრომდე საქართველოში იმყოფება ბრუკის ძმაც. ის სამართალდამცველებმა სხვა პირებთან ერთად უკვე გამოკითხეს.

წინასწარი მონაცემებით, 31 წლის ქალის განზრახ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია, თუმცა საგამოძიებო უწყებას აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

მთაწმინდაზე დაკარგული ავსტრალიელი ქალი, შანაე ბრუკი 31 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეს განზრახ მკვლელობის, სსკ-ის 108-ე მუხლით იძიებს

წყარო: report.ge
Print