ვაქცინაციის ყალბი საბუთის დამზადების ბრალდებით 7 პირი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვაქცინაციის ყალბი საბუთის დამზადების ბრალდებით 7 პირი დააკავა. სუს-ის ცნობით, 4-მა დაკავებულმა ფაიზერის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი დაამზადა, სამმა მათგანმა კი- სინოფარმის წარმოების ვაქცინის.

“გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა 350 ევროს სანაცვლოდ, შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო ფაიზერის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ, შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო სინოფარმის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

უწყების ცნობით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები