ბათუმში, სკოლის ეზოში, 3 ძირი მარიხუანა აღმოაჩინეს
ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ეზოში სამი ძირი მარიხუანა აღმოაჩინა თეა ვაშალომიძემ. ის „მთავარი არხის“ რეპორტიორია ბათუმში. თეამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ დრომდე [12:00] ჯერ პოლიცია არ გამოჩენილა და ვერც სკოლის ადმინისტრაციასთან მოახერხა დაკავშირება.

სკოლის ადმინისტრაციასთან დაკავშირება სცადა „ბათუმელებმაც“, თუმცა სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print