24 საათის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 21 132 ტესტით კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 8.34% შეადგინა.

ამასთან, ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებლმა 9.72% შეადგინა, ბოლო 7 დღის განამვლობაში კი ეს მაჩვენებელი 8.98%-ია.

პორტალის Stop.Cov.Ge თანახმად, უკანასკნელ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 86 პაციენტი დაიღუპა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ვირუსს სულ 7 649 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში სულ 23 518 აცრა ჩატარდა.
Print