ყვარელში ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
თელავის სასამართლომ ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ შალვა მელიქიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების თანახმად, ის იყო ადამიანი, რომელიც 9 სექტემბერს ბანკში ხელყუმბარით შეიარაღებული შეიჭრა, მძევლები აიყვანა და 500 000 აშშ დოლარი მოითხოვა.

რამდენიმე საათში, სპეცოპერაციის შემდეგ, თავდამსხმელი დააკავეს.

12 სექტემბერს, სასამართლოზე, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვდა გირაოს 30 ათასი ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს ტერაქტის, მძევლის აყვანისა და ასაფეთქებელი ნივთიერება/მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით.

მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 ნოემბრისთვის ჩაინიშნა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია