ბათუმში უცხოელი ქალი კაცმა დაჭრა და თავი მოიკლა
ბათუმის ბულვარში კაცმა ქალი დანით დაჭრა და თვითონ თავი მოიკლა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ის კაცმა დანით დაჭრა, რის შემდეგაც კაცმა ისევ დანით თვიდაზიანება მიიყენა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს ადგილზე, ბულვარის ტერიტორიაზე კაცის ცხედარი დახვდა, დაჭრილი ქალი კი, რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19 – 108-ე მუხლის შესაბამისად, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები