რუსთავში ავტომობილი ველოსიპედისტს შეეჯახა [video]
რუსთავში, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნისანის მარკის ავტომობილი ველოსიპედით მიმავალ პირს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

45 წლამდე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.


წყარო: ინფო რუსთავი
Print