ღამით ვაკეში, კეკელიძის ქუჩაზე სროლა იყო
გუშინ, 12 სექტემბერს, ღამის საათებში ვაკეში, კეკელიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ორ პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პნევმატური იარაღიდან გაისროლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც On.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. მათივე განცხადებით, პირი, რომელმაც გაისროლა უკვე იდენტიფიცირებულია.

წყარო: On
Print