სადგურის მოედნის მიმდებარედ სამი არასრულწლოვანი დაჭრეს
თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამი პირი დაჭრეს. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, სამივე დაჭრილი არასრულწლოვანია.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

წყარო: ნეტგაზეთი
Print