სროლა წყნეთში - არიან დაჭრილები
წყნეთში ცოტა ხნის წინ სროლა იყო, რის შედეგადაც 2 პირი დაჭრეს.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი და ვინ არიან დაჭრილები, ამ დროისთვის უცნობია.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია