როგორია ვერაზე დაჭრილი 22 წლის ბიჭის მდგომარეობა
თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 22 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის წუხელ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში შეიყვანეს. ნიკა კვარაცხელიას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

"პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე არის ძალიან მძიმე. კეთდება ყველაფერი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. პაციენტს აქვს მუცლის, გულმკერდის, ზურგის არეში მრავლობითი ჭრილობები. სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები და დაზიანებულია შინაგანი ორგანოებიც. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში, ახლა გრძელდება მკურნალობა," - განაცხადა ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ.

შემთხვევა გუშინ მოხდა. პირი, რომელმაც ახალგაზრდა დაჭრა შემთხვევის ადგილიდან მანქანით მიიმალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია