იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე, ზუგდიდიდან თბილისისკენ მოძრავი მიკროავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაშავებულები
რამდენიმე წუთის წინ იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე, ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ავარიის შედეგად 10-ზე მეტი მგზავრია დაშავებული. არის თუ არა მსხვერპლიც, ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, საპატრულო პოლიცია და მაშველები იმყოფებიან.

შემთხვევის შედეგად მიღებული სხვადასხვა ხარისხის დაზიანებით, მგზავრები სასწრაფო დახმარების ბრიგადებს კლინიკებში გადაჰყავთ. ნაწილს დახმარება ადგილზე გაეწია.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.

შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე შეფერხებულია მოძრაობა და საპატრულო პოლიცია სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის მოძრაობის დარეგულირებას ცდილობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია