თეთრიწყაროში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

“თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიმდებარედ მოქალაქემ 1 ერთეული ფოთლოვანი სახეობის ხე მოჭრა.

ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს,”
– ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: tv4.ge
Print