ავარია რუსთავი-თბილისის გზაზე
ავარია რუსთავი-თბილისის გზაზე.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მაგისტრალზე "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებული, 60 წლამდე მამაკაცი უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა "ინფო რუსთავს" განუცხადა რომ ქვეითად მოსიარულე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

წყარო: ინფო რუსთავი
Print