თიანეთში მამაკაცი მოკლეს
თიანეთში 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრია და თიანეთში მწყემსად მუშაობდა. სავარაუდო დამნაშავეც სოფელ ქვემო ალვანიდან არის.

ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევამდე მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცმა თანასოფლელს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ის პოლიციამ უკვე დააკავა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები