ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მშვიდობის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი
გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა.
ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, 30 წლამდე ქალი და მისი 2
მცირეწლოვანი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ეკიპაჟები.
ბავშვები ცენტრალურ საავადმყოფოში, ხოლო ქალის გადაყვანა კლინიკა
რუსთავში მოხერხდა. არსებული ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის
მდგომარეობა სტაბილურია.
"ინფო რუსთავი" დამატებით დეტალებს აზუსტებს.