სარფში არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს. საქართველოს მოქალაქეებს ს.ა.-სა და გ.ა.-ს არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 68.34 გრამი) კუთვნილი ბარგით, მალულად შემოჰქონდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8 303,18 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში, 8 303,18 ლარით დაჯარიმდნენ.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია