გურიაში, სასაფლაოების ძარცვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.
ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული
სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში
ნასამართლევი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.პ. და 1991 წელს
დაბადებული კ.კ., მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე
არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით
დააკავეს”, – ნათქვამია შს სამინისტროს
განცხადებაში.
პოლიციამ სასაფლაოს ნაძარცვი ღობეები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.