სადახლოში ბებიას და შვილიშვილს მანქანა, სავარაუდოდ, განზრახ დაეჯახა

13 ოქტომბერს სოფელ სადახლოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სადახლოელი, დაახლოებით 40 წლის, ქალი 60 წლის ქალსა და მის 13 წლის შვილიშვილს დაეჯახა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თვითმმხილველები აცხადებენ, რომ ავარია შემთხვევითი არ იყო და ქალი ბებიასა და შვილიშვილს განზრახ დაეჯახა.

სანდო წყაროს ინფორმაციით, ავარიამდე ერთი თვით ადრე იმ ქალის სახლში, ვინც ბებიას და შვილიშვილს დაეჯახა, ღამის საათებში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ხმა ისმოდა, ხოლო ხმით შეწუხებულმა მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. პოლიციას დაზარალებულების ოჯახმა გამოუძახა, სწორედ ამიტომ ვარაუდობენ თვითმმხილველები, რომ ავარია არა შემთხვევით, არამედ განზრახვით მოხდა.

„1-2 თვის წინ ამ ქალის სხლში სროლა გაიგეს. შუა ღამეს 1 საათისკენ მოხდა ეს. ამ ქალს სახლში არც მეუღლე არც ვაჟიშვილი არ ჰყავს, ქმარს დაშორდა. ეს პოლიციას გააგებინეს, ქალი ნაწყენი იყო იმ ოჯახზე რომელმაც ეს პოლიციას უთხრა. ამის გამო გუშინ ქალს და ბავშვს დაეჭახა. 3-4 დღის წინ 3 კაცი უბანში საუბროდბნენ, ეს ქალი კინაღამ ამ ბიჭებსაც დაეჯახა. უბანში ბიჭებს, კაცებს აგინებს. ქალი რომაა არავინ არ ეკარება“ - განაცხადა წყარომ რომელმაც ვიანობის გამჟღავნება არ ისურვა

ავარიის შედეგად დაზარალებული ბებია და შვილივილი საავადმყოფოდან სახლში გაწერეს. ბებიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ 13 წლის მოზარდს ხელი თაბაშირში ჩაუსვეს, რთულია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც.

პოლიციის თანაშრომელბემა ქალის მანქანა საჯარიმო მოედანზე გადაიყვანეს.

რადიო „მარნეული“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან ელოდება პასუხს, თუ რა მუხლითაა დაწყებული გუშინ მომხდარ ავარიასთან დაკავშირებული საქმე.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია