შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ პირის იდენტიფიცირება მოახდინა, ვინც
სუს-ის თანამშრომელს მეხსიერების ბარათები მოაპარა.
შემთხვევა მარნეულში მოხდა, სადაც სუს-ის ქვემო ქართლის სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ჯონი მინაძეს, მეხსიერების ბარათები
საკუთარი სახლიდან მოპარეს. ასევე წაღებულია ტაბელური იარაღი,
ოქროულობა და ფული.