თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა
მსხვერპლით დასრულდა.
საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად
ადგილზე დაიღუპა ერთ-ერთის მძღოლი, მეორე მანქანაში მყოფი მძღოლი და
მგზავრი კი, სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების
ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები
და სამაშველო სამსახური.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს.