ბოლნისში პირველი ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის პირველი ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ცენტრის დამფუძნებელი ორხან შამილოვი აცხადებს, რომ მისმა პროექტმა „აწარმოე საქართველოს“ კონკურსში გაიმარჯვა რის გამოც ცენტრის გახსნის ხარჯების 80% პროექტის მეშვეობით დაიფარა, ხოლო დრჩენილი 20% თავად გადაიხადა. პროექტის ფინანსური მხარდაჭერით ცენტრისათვის კომპიუტერი შეიძინეს.

შამილოვი აცხადებს რომ ბოლნისში აქამდე მსგავსი ცენტრი არ ყოფილა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მისი გახსნა.

„ვფიქრობ, რომ ტექნოლოგია საზოგადოების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. მეც ამ სფეროში ვმუშაობ. ამ კუთხით მოტივაციაც მქონდა რომ რატომაც არ უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდებს ტექნოლოგიები?! სამწუხაროდ, ახალგაზრდებისთვის, არც აზერბაიჯანელი არც ქართველი ახალგაზრდებისთვის ბოლნისში ასეთი ცენტრი არ არსებობს. ამიტომ გადავწყვიტე მსგავსი ცენტრის გახსნა“

ორხან შამილოვის თქმით, ამჟამად ცენტრში კურსები ქართულ ენაზე ტარდება.

„ცენტრის კურსები ჯერჯერობით ქართულადაა. ორთვიანი კურსია. ამ კურსების პირველი თვე უაფასოა. მეორე თვე კი ფასიანია. სამწუხაროა, რომ ჯერ ფინანსური მხარდაჭერა არ გვაქვს და მასწავლებლებს უნდა გადავუხადოთ ხელფასი. მომავალში ვიმედოვნებ რომ აზერბაიჯანულ ენაზეც გვექნება კურსები. ამ სფეროში ძირითადი პრობლემა აზერბაიჯანულეონავნი მასწავლებლების ნაკლებობაა“.

შამილოვმა ტექნოლოგიების მიმართულების მე-3-მე-4 კურსის სტუდენტებს მოუწოდა ცენტრში მისვიდნენ და სურვილისამებრს მათი რესურსი გამოიყენონ.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები