გორში საკრებულოს შენობასთან კაცმა თავის დაწვა სცადა
გორში, საკრებულოს შენობის წინ კაცმა თავის დაწვა სცადა. როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, შემთხვევას ჰყავდა თვითმხილველები, რადგან ცენტრალურ მოედანზე მოხდა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ცოცხალია და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა გახდა მოქალაქის თავის დაწვის მცდელობის მიზეზი.

„პუბლიკა“ ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ასევე, გორის მუნიციპალიტეტთან, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომელია. მასალა ინფორმაციის მიღებისათანავე განახლდება.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები