რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს
"ტოიოტასა" და "ბე-ემ-ვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი.