გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან
საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს
დაბადებული
ვ.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გლდანში, ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა 2000 წელს დაბადებული გ.მ.-
ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში
გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში
დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლის 1-ლი
ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას
გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.