ავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე [video]
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ბეემვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში გადავარდა.

ავარიის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი და 30 წლამდე ქალი დაშავდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" გადაუდებელი დახმარების განყოფილების მორიგე ექიმმა ლალი ღირსიაშვილმა განუცხადა, პაციენტებს ზედაპირული ტრავმული დაზიანებები აღენიშნებათ.

"აღენიშნებათ ზედაპირული ტრავმული დაზიანებები. ცნობიერება ნათელია, ადეკვატურები არიან, მიმდინარეობს კვლევები", - განაცხადა ლალი ღირსიაშვილმა.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია