"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას გამზირზე, სამმა
არასრულწლოვანმა მაღაზია დისქაუნთერის მინის კარი ქვით შეამტვრია.
ერთერთმა ბიჭმა კარები გახსნა და შიგნით შეღწევა მოახერხა.
არსებული ინფორმაციით წაღებულია 10-მდე ძვირადღირებული მობილური
ტელეფონი.
რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა დანაშაულში მონაწილე პირების
იდენტიფიცირება მალევე მოახერხა, მომხდარზე მიმდინარეობს
გამოძიება.