კაცი, რომელიც ტყიბულში ქვანახშირის კარიერის ჩამონგრევის შედეგად
დაშავდა, გარდაიცვალა.
65 წლის კაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ
განყოფილებაში იყო მოთავსებული და მისი მდგომარეობა კლინიკაში
შესვლისას კრიტიკული იყო.
მას გულ-მკერდის და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა.
გუშინ, 28 ნოემბერს მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა. ერთი მაშველებმა
გარდაცვლილი იპოვეს, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში
მოათავსეს. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.