ვარკეთილში ავტოავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები
თბილისში, ვარკეთილში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. შემთხვევა 30 ნოემბრის ღამით მოხდა.

დაღუპული 30 წლამდე კაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით იძიებს. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: ნეტგაზეთი
Print