ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
სატვირთო ავტომობილი მდინარე კინტრიშში გადავარდა. შემთხვევის შედეგად
ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.
დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.