რუსთავში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
რუსთავში, დავით გარეჯის 6ბ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო. მეზობლების ინფორმაციით, ბინაში მცხოვრებლებს ანთებული სანთელი დარჩათ, რის შედეგადაც მცირე ცეცხლი გაჩნდა. მათივე ცნობით, შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება დროულად შეძლეს.

ადგილზე მობილიზებული იყო ასევე, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია