სენაკში ბრიგადის ტერიტორიაზე ჯარისკაცმა თავი მოიკლა - თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს და აღნიშვნავს, რომ სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, პირველი კლასის რიგითმა, ჯონი ჯაბას ძე ახალაიამ თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა თვითმკვლელობა, რომელიც ასევე დააფიქსირა შემთხვევის ადგილზე არსებულმა ვიდეოსამეთვალყურეო კამერამ.

როგორც უწყება წერს, ასევე კამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ ტრაგიკული ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება. ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ 115-ე მუხლით.

წყარო: პუბლიკა
Print