ისანში, „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ჩხუბის შედეგად ერთი
ადამიანი მოკლეს, 3 კი დაჭრილია.
მოკლულია შუახნის კაცია. კონფლიქტი, სავარაუდოდ, მეზობლებს შორის
მოხდა.
როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 (განზრახ მკვლელობა) და
19-109 (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში)
მუხლებით მიმდინარეობს.