ვაზისუბანში საცხოვრებელი ბინა დაიწვა, მეხანძრეებმა 2 ცხედარი იპოვეს
თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში ბინა დაიწვა.

როგორც „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულმა მაშველებმა ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი სხვა ბინებზე არ გავრცელებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები