სასაზღვრო პოლიციამ 10 კილოზე მეტი „ჰეროინი“ ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
11:07 / 02.05.2022
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის
თანამშრომლებმა წითელ ხიდზე, სასაზღვრო სექტორის
„ვახტანგისის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე 1998
წელს დაბადებული უ. ტ. და 1989 წელს დაბადებული ე. მ. დააკავეს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და შემოტანა
ედებათ.
დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.