გაჩერებაზე მდგომ ქალს და ბავშვს მანქანა დაეჯახათ - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
თელავის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე ქალი და ბავშვი გაჩერებაზე იდგნენ, რა დროსაც სწრაფად მიმავალი ავტომანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, შემდეგ კი 9 წლის ბავშვს.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი უმძიმესი მდგომარეობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე პოლიცია მობილიზებული. დაშავებულია არასრულწლოვანი. შემთხვევა სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები