სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილოში“ და „კარწახში“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს, სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 11 900 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს.

მათივე ცნობით, კანონდამრღვევ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს მ.კ.-ს ჯარიმის სახით 1 000 ლარი შეეფარდა, ხოლო არადეკლარირებული საქონელი და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოერთვა.

რაც შეეხება, სამართალდამრღვევ საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს – ა.კ.-სა და გ.შ.-ს, არადეკლარირებული საქონელი ჩამოერთვათ და 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდნენ.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები