მარნეულელი კაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამარართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მარნეულში 46 წლის კაცის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

"საქმეზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებულ იქნა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებები, მათ შორის გარდაცვლილის ტანსაცმელი  და კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, ასევე გამოიკითხა გარდაცვლილის ძმა. მოქალაქე რ.ბ-ს რაიონულ სასამართლოში ყოფნის ამსახველი ვიდეო-კამერების ჩანაწერების თაობაზე მიემართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები". - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში



სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქმის  გარემოების დასადგენად  საჭირო ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდება და გამოიკითხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები.

ოჯახის წევრებმა გარდაცვლილის ცხედარი 15 მაისს, საღამოს საათებში, იპოვეს. გარდაცვლილი კაცის ოჯახის წევრები თვითმკვლელობას სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიერ კაცზე განხორციელებულ, სავარაუდო, ფიზიკურ ძალადობას უკავშირებენ.

მაისი დასაწყისში სოფელში ქურდობა მოხდა. გაქურდული ფულის მეპატრონემ ჩემს ძმას დაადო ხელი. პოლიციამ ის გამოიძახა ხელის ანაბეჭდების ასაღებად. პოლიციიდან რომ მოვიდა ჩემთვის არ უთქვამს, მაგრამ დედას და რამდენიმე ნათესავს უთხრა, რომ პოლიციაში სახეში სილა გააწნეს და წიხლი კრეს. უყვიროდნენ, რომ ქურდობა ეღიარებინა. ჩემი ძმა რუსეთში ცხოვრობდა და იქ არის ციხეში ნამყოფი, იქედან მოყოლებული ფსიქიკური დაავადება აქვს. სახლის ეზოში გარდაცვლილი რომ ვნახეთ 112-ს დავურეკეთ და მომხდარის შესახებ ვუამბე. ასევე იმაზეც მივაწოდე ინფორმაცია, რომ ჩემს ძმაზე პოლიციაში იძალადეს“. - აცხადებს გარდაცვლილის ძმა რადიო "მარნეულთან" საუბრისას

ქურდობის ფაქტი სოფელში 11 მაისს მოხდა. 46 წლის კაცი პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ დაიბარეს გამოკითხვაზე რა დროსაც მასზე, სავარაუდოდ, იძალადეს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები