ავტობანის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი
გარდაიცვალა და 5 დაშავდა.
დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო
დახმარების ჯგუფებმა გორისა და ქარელის საავადმოყოფოებში
გადაიყვანეს.
დაშავებულთა შორის ერთი ქვეითია, ოთხი კი ავტომანქანების
მგზავრია.
შემთხვევა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის
მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
შეჯახების შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.