შიდა ქართლის რეგიონში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის
ბრალდებით შუახნის მამაკაცი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს,
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე
მუხლით (გაუპატიურების მცდელობა) მიმდინარეობს.
დაკავებულ მამაკაცს ბრალს დღეს წარუდგენენ.