"კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც ბრალად არასრულწლოვანი გერის გაუპატიურება ედება, დაკავებულია
"კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც ბრალად არასრულწლოვანი გერის გაუპატიურება ედება, დაკავებულია. ის პოლიციამ გუშინ აიყვანა.

ძებნაში მყოფ ბრალდებულს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ბრალდებული რამდენიმე თვის განმავლობაში იმალებოდა, დანაშაული მარტში მოხდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის არასრულწლოვანი შვილის - 2010 წელს დაბადებული ნ.გ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ასევე, დადგინდა, რომ დ.მ. აღნიშნულ ქმედებას თავისი არასრულწლოვანი გერის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა.

წყარო: rustavi2.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები